დღეს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოზე იმსჯელებენ.
ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს 14 ოქტომბრის სხდომის დღის წესრიგში საქართველო ერთ-ერთ საკითხად შედის. კერძოდ, აღნიშნულია, რომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები, სავარაუდოდ, ინფორმირებულები იქნებიან საქართველოსა და მოლდოვაში არჩევნების შესახებ.
სხდომა, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელის ხელმძღვანელობით, ლუქსემბურგში, თბილისის დროით 12:00 საათზე დაიწყება.
შეგახსენებთ, 8 ოქტომბერს, ევროპარლამენტშისაქართველოში მიმდინარე მოვლენებზე, დემოკრატიულ უკუსვლასა და პოლიტიკურ პლურალიზმთან დაკავშირებულ რისკებზე დებატები გაიმართა. 9 ოქტომბერს კი ევროპარლამენტმა საქართველოზე კიდევ ერთი რეზოლუცია მიიღო, რომელიც მათ შორის ბიძინა ივანიშვილის სანქცირებასა და უვიზო რეჟიმის კრიტერიუმების შესრულების გადახედვაზე მოწოდებას ითვალისწინებს.
საქართველოს შესახებ დაგეგმილ განხილვებზე საქართველოში ევროკავშირის ელჩმა ჟურნალისტებთან თქვა, რომ კარგი ნიშანი არაა. პაველ ჰერჩინსკის თანახმად, ეს ნიშნავს, რომ ლიდერები შეშფოთებულნი არიან. მისივე ინფორმაციით, 17 და 18 ოქტომბერს იქნება ევროპული საბჭო და პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ასევე შესთავაზა ლიდერებს, ევროკავშირის 27 ქვეყნის პრემიერ-მინისტრებსა და პრეზიდენტებს, განიხილონ საქართველოს საკითხი. ევროპული საბჭოს დღის წესრიგში აღნიშნულია, რომ ევროკავშირის ლიდერებმა შესაძლოა მიმართონ საგარეო პოლიტიკის კონკრეტულ საკითხებს, რომელთა შორისაა, საქართველოში განვითარებული მოვლენები.
“ქართული ოცნების” მთავრობამ შაქრის იმპორტზე გადასახადის დაწესების გადაწყვეტილება მიიღო. 10 აპრილს გამოქვეყნებული დადგენილების მიხედვით, 100 კგ-ზე მეტი ოდენობის შაქრის იმპორტისას, 1 კგ. შაქარი…
ენერგოომბუდსმენის სამსახურის დახმარებით მომხმარებელთა სასარგებლოდ ზედმეტად ან უსაფუძვლოდ დარიცხული 175 ათას ლარამდე თანხა დაკორექტირდა. ამის შესახებ საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის 2024 წლის…
საქართველოში იმპორტირებული რძის 100% საზღვარზე შემოწმდება – ამის შესახებ დღეს სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ზურაბ ჩეკურაშვილმა განაცხადა და აღნიშნა, რომ „სოფლის…